შინაური კატები — კატისებრთა ოჯახისა მტაცებელიძუძუმწოვარი ცხოველი. შინაურ კატა გამოირჩევა მეგობრობის უნარით. ადამიანისა და კატის მეგობრობა 10 000 წელია გრძელდება, თავიდან მან ადამიანების დაფასება მოიპოვა იმით, რომ ანადგურებდა პარაზიტებს. ის ჭკვიან ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება და ექვემდებარება გაწვრთნას. უბრალო კატამ შეიძლება მოახდინოს მანიპულირება სხვადასხვა საგანზე ან მექანიზმზე. გამოირჩევა მისტიციზმითა და უცნაურობით. მასზე შექმნილი და დაწერილია მრავალი მითი. კატას ინტელექტის თვალსაზრისით შეუძლია სწავლა, ფიქრი, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა, მოხერხებულობა და გონიერება. სახლის კატებიშეგუების უნარით ხასიათდებიან. ზოგიერთი კატა მტაცებელია, ამიტომ მათ უწევთ ფიქრი, თუ როგორ მოიტაცონ ესა თუ ის ცხოველი შემდეგ შეკრან მსხვერპლი, როგორც აკეთბენ მგლები.
დიდი კატები — კატისებრთა ქვეოჯახი, მოიცავს ამ ოჯახის უმსხვილეს წარმომადგენლებს. თუმცა დიდ კატებთან კუთვნილების კრიტერიუმად ითვლება არა სიდიდე, არამედ მორფოლოგიური დეტალები, როგორიცაა ენისქვეშა ძვლის წყობა. შესაბამისად, დიდ კატებს არ ეკუთვნის ისეთი სახეობები, როგორიცაა პუმა და გეპარდი (ავაზა).
დიდი კატების შვიდი სახეობა არსებობს. ამათგან ლომი, იაგუარი, ვეფხვი დალეოპარდი (ჯიქი) პანტერათა გვარს მიეკუთვნებიან, თოვლის ლეოპარდი (ირბისი) — თოვლის ლეოპარდების გვარს, ხალებიანი ლეოპარდი დაბორნეოული ხალებიანი ლეოპარდი კი — ხალებიანი ლეოპარდების გვარს. დიდი კატები ბინადრობენ აზიასა და აფრიკაში. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ იაგუარი, რომელიც გვხვდება ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა დააშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში.

No comments:
Post a Comment